ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოში

ვენეციის კომისიის ექსპერტები ცესკო-ში შეხვედრას მართავენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, აქციის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიის ყოფილმა თანამშრომლებმა ვენეციის კომისიის წევრებს და ეუთო-ს ექსპერტებს ოფიციალური მიმართვა გადასცეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ცესკო რაიონულ წარმომადგენლობებს პარტიული ნიშნით აკომპლექტებს.

ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადებაა. დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კანონმდებლებთან, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.

საარჩევნო სისტემა, არსებული კანონმდებლობა და საარჩევნო გარემო განხილვის მთავარი თემები იქნება ვენეციის კომისიის ექსპერტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე. მესამე სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას პოლიტიკური სუბიექტების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზეც გაამახვილებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის არსებული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს. კერძოდ, მაჟორიტარული სისტემა პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს.

ვენეციის კომისიის ექსპერტებთან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დღის წესრიგით განსაზღვრული არ არის, თუმცა ინტერპარტიული ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ შეხვედრა შედგება. ჯგუფის წევრ მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ვენეციის კომისიის კომისიის წარმომადგენლებმა მათ შეხვედრის პირობა მისცეს. საარჩევნო სისტემა და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, შესაძლოა, განხილვის თემები იყო შეხვედრაზე. ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე მიმდინარე კვირაში პრემიერმინისტრს კიდევ ერთხელ შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button