„ქართულ ოცნებას“ 15 ახალი წევრი ჰყავს

„ქართული ოცნების“ ახალი სახეები საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
კანდიდატებს შორის არიან სამართალმცოდნეები, ფინანსისტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები.
ახალი წევრების შემადგენლობა ასეთია: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე.
ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. მმართველი გუნდი სიახლეებზე, ახალ რეალობაზე და ახალ გამოწვევებზე საუბრობს. პრემიერი აცხადებს, რომ სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს გუნდის ახალი წევრები.