უწყებები რომლებმაც ნანუაშვილის რეკომენდაციები არ გაითვალიწინეს

სახალხო დამცველმა დღეს სახელმწიფო უწყებების რეკომენდაციების ანგარიში წარადგინა.

აღმოჩნდა, რომ სამინისტროებმა ომბუდსმენის რეკომენდაციების მხოლოდ 50 პროცენტი გაითვალისწინეს. მათ შორის ლიდერობს პროკურატურა.

სახალხო დამცველის აპარატის შენიშვნები არც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ეკონომიკის, კულტურის და ჯანდაცვის სამინისტროებისთვისაა მისაღები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განმარტებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები საბჭოს მიერ აქტიური შესწავლის საგანია. ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button