მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ვაგნერის” მეთაურის თქმით თუ რუსეთისგან ჭურვებს არ მიიღებს მის ძალებს ბახმუტის დატოვება მოუწევთ

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, “ვაგნერის“ დამაარსებელმა, ევგენი პარიგოჟინმა დაიმუქრა, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ არ მოგვარდა ამუნიციის მიწოდების პრობლემა.

პრიგოჟინი ამით აგრძელებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას. „თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად – რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ- ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ,“ – თქვა პრიგოჟინმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მისცა ბლოგერ სემიონ პეგოვს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მან თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრება, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებიან, გამოვიდნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაგნერის მებრძოლების ბახმუტში ყოფნის მიზანშეწონილობის შესახებ.

ქალაქში არსებული ვითარების კომენტირებისას პრიგოჟინმა თქვა, რომ ბახმუტში დაქირავებულთა ტერიტორიული წარმატება მინიმალურია, დანაკარგები კი უზარმაზარი.

„ ჩვენ 100-150 მეტრზე დავწინაურდით. ბახმუტში მოწინააღმდეგეს ქალაქის ტერიტორიიდან 2,98 კვადრატული კილომეტრი დარჩა”,- თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა ყველაფერში რუსული სარდლობა დაადანაშაულა, ვინაიდან მისი თქმით, მებრძოლებს შესაბამისი რაოდენობის ჭურვები არ მიაწოდეს. რუსი მილიარდელის თქმით, ასობით “ვაგნერელი” არის “მინუს” ბრძოლის ველზე, სავარაუდოდ, ჭურვების ნაკლებობის გამო.

გამოცემის ცნობით, პრიგოჟინმა თქვა, რომ მისმა მებრძოლებმა დაიკავეს 100 მეტრი ტერიტორია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 94 ადამიანი გაანადგურეს.

”ხუთჯერ ნაკლები უნდა ყოფილიყო, საკმარისი ჭურვები რომ გვქონდა”, – თქვა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ჭურვების მარაგი მხოლოდ რამდენიმე დღისთვისაა საკმარისი.

“ჩვენ დავრჩებით ბახმუტში მანამ სანამ ბოლო ვაზნა გვექნება, მაგრამ ძალიან ცოტა ტყვია-წამალია დარჩენილი – არაა სამყოფი კვირებისთვის, არამედ დღეებისთვის. და თუ ტყვია-წამლის დეფიციტი არ შეივსება, იძულებულები ვიქნებით, რომ იმისთვის, რომ შემდგომში მშიშარა ვირთხებივით არ გავიქცეთ, ან ქალაქი ორგანიზებულად დავტოვოთ ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. დიდი ალბათობით, მოგვიწევს ამ ტერიტორიიდან ზოგიერთი დანაყოფის გაყვანა” – განაცხადა პრიგოჟინმა.

2023 წლის თებერვალში პროგოჟინმა “რაკეტების დეფიციტზე” დაიწყო საუბარი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. პასუხად თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის განცხადება შეაფასა როგორც “ეგზალტირებული განცხადება თავდასხმის რაზმების მოხალისეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების სავარაუდო დაბლოკვის შესახებ”.

სამინისტროს თქმით, ისინი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ყველა მოთხოვნას უმოკლეს დროში ასრულებენ და “რუსული დაჯგუფების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთობისა და მხარდაჭერის მჭიდრო მექანიზმის დანაწევრების მცდელობები კონტრპროდუქტიულია და თამაშობს მხოლოდ მტრის სასარგებლოდ მოქმედებს”.

ცნობისთვის „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები შარშანდელი ზაფხულის მერე ცდილობენ აიღონ დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი ბახმუტი. „ვაგნერმა“ ათასობით მეომარი დაკარგა ამ ბრძოლაში, მათ მძაფრს წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელი სამხედროები, რომლებსაც ქალაქის ნაწილი უჭირავთ.

61 წლის პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს იმაში, რომ მისმა ძალებმა არ მიიღეს საკმარისი საბრძოლო მასალები და ამიტომ ვერ აიღეს ბახმუტი.

უკრაინის მოხელეები და სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ ძალები უტევდნენ ბახმუტს დიდი ცოცხალი ძალით, ხშირად ჰაერიდან მხარდაჭერის და მექანიზებული სახმელეთო ტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, რასაც მოჰყვა მათი მასობრივი განადგურება.

ამ ეტაპზე რუსეთის არმია და “ვაგნერი” აკონტროლებენ ბახმუტის დიდ ნაწილს, მაგრამ რუსეთის იერიში სუსტდება და მოელიან, რომ უკრაინის ძალები კონტშეტევაზე გადავლენ და შეეცდებიან დაიბრუნონ ბახმუტსა და სხვა რეგიონებში დაკავებული მიწები. პრიგოჟინის ვარაუდით, უკრაინის კონტრიერიში 15 მაისისთვის არის მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი ბახმუტიდან დაქირავებულების გამოყვანით დაიმუქრა, თუ შოიგუს უწყება “ვაგნერელებს” საბრძოლო მასალის დეფიციტს დროულად არ შეუვსებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button