მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე – შონ ომალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, მერაბი მეტოქეს მიწაზე აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ქართველს მიანიჭეს.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. 29 წლის ამერიკელმა შონ ომალიმ კი სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.
შეგახსენებთ ილია თოფურიას შემდეგ, დვალიშვილი მეორე ქართველია, ვინც ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს ფლობს. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო. ახლა მისი რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია.

მსგავსი პოსტები

Back to top button