კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გამოძიებამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა”

შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცა, შემდეგ კი, ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.

როგორც ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, სამართალდამცველებმა მას, საქმის მასალებთან ერთად, შეცდომით გადასცეს დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მისივე თქმით, ის საგამოძიებო უწყებაში გუშინ დაიბარეს და ხელწერილი მოსთხოვეს, რათა ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება არ მომხდარიყო.

ვასილ მამულაშვილი “ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ ამ ხელწერილზე ხელი არ მოაწერა, ვინაიდან მათი მხრიდან არ არის საშიშროება, რომ ხსენებული მასალა გასაჯაროვდეს.

„იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის, გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

“განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო. მათივე მოქმედებით მოვხდა [მასალა] ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება.” – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

მოისმინეთ ვასილ მამულაშვილის ხმა.

ვასილ მა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button