მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სატვირთო ავტომობილების რიგი კიდევ გაიზარდა

ლაგოდეხში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სატვირთო ავტომობილების რიგი კიდევ გაიზარდა.

დღევანდელი მდგომარეობით, მანქანების რიგი, სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, სოფელ ნინიგორამდე აღწევს, რაც 7 კილომეტრზე მეტია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებშიც არიან გაჩერებული.
ავტომობილების რიგმა, პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, რომელიც ტრანსპორტით გადაადგილებას ვერ ახერხებს.

” მეორე დღეა, ასეთი ვითარებაა, უკვე ნინიგორამდე დგანან. ჩვენ გადაადგილება გვიჭირს უკვე, ტრასები დაკავებულია, ქუჩების შესასვლელებში ადგილები აღარ არის. მძღოლები აქ ათენ- აღამებენ, ბუნებრივია, იკვებებიან და საშინელი ანტისანიტარია”- ამბობს სოფელ მაწიმის ერთ-ერთი მცხოვრები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს, რომ ვითარების შესახებ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.
” ამ ვითარების შესახებ, ყველა უწყება ინფორმირებულია. ვმუშაობთ, რომ რამდენიმე დღეში პრობლემის გადაჭრის გზა მოიძებნოს. საქმე იმაშია, რომ რუსეთ- უკრაინის ომის გამო, საქართველოს ტრანზიტული დანიშნულება გაიზარდა და ეს რიგები ამით არის გამოწვეული. მუშაობა მიდის და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება”– განაცხადა მდივნიშვილმა.

მეორე დღეა, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები, ლაგოდეხში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, რამდენიმეკილომეტრიან რიგში დგანან.

ავტომანქანებს შორის, არის ბელორუსსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნიანი ავტომობილებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button