“ახალი მოწვევის პარლამენტში კობახიძე თანამდებობას არ დაიკავებს”

ახალი მოწვევის პარლამენტში მოქმედი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საპარლამენტო თანამდებობას არ დაიკავებს. ინფორმაცია, მანანა კობახიძის აპარატში დაადასტურეს.

თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზებზე მანანა კობახიძე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე მასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სოფო კილაძე დაიკავებს, თუმცა საუბრობენ გედევან ფოფხაძის კანდიდატურაზე.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button