მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს [Video]

ბრიტანეთის რეტრო-ავტომობილების დილერმა, Talacrest-მა კლასიკური ორკარიანი ბერლინეტა Ferrari 250 GTO, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რარიტეტულ მანქანად ითვლება, გასაყიდად გაიტანა, – იუწყება The Telegraph.

გამოცემა გვაცნობებს, რომ ავტომობილი 1962 წლის ნიმუშს წარმოადგენს. მისი ფასი აბსოლუტურად რეკორდულია და 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 56 მილიონი დოლარი) შეადგენს.

ლოტის აღწერილობის თანახმად, ავტომობილმა გამოშვებიდან პირველ წელს რბოლაში – “სებრინგის 12 საათი” მიიღო მონაწილეობა, ხოლო კიდევ 1 წლის შემდეგ ლე-მანის 24 საათიან მარათონში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

სპორტკარის ტექნიკური მახასიათებლები იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურია. V12 ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა 100კმ/საათს 6 წამში ავითარებს.

ცნობილია, რომ წინა რეკორდი სიძვირის მიხედვით ასევე ავტომობილ Ferrari 250 GTO-ს ეკუთვნის. იგი 2013 წელს ესპანელმა კოლექციონერმა $52 მილიონად გაყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button