ახალი სანქციები რუსეთს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთსა და ბელარუსს ახალი სანქციების პაკეტი დაუწესა, რომელიც ვაჭრობას ეხება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება.
ამასთან ბრიტანეთი რუსეთში გარკვეული საქონლის ექსპორტს სრულად აკრძალავს მთავრობის გადაწყვეტილები, იმპორტის დამატებით 35%-იანი გადასახადი დაუწესდა სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის პლატინას და პალადიუმს. საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთი პლატინის და პალადიუმის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი ექსპორტი დიდწილად დიდ ბრიტანეთზეა დამოკიდებული.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტით ლონდონმა გააფართოვა ჩამონათვალიც იმ პროდუქციისა, რომლის რუსეთში ექსპორტი აკრძალულია.
აკრძალულია 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მათ შორისაა ქიმიკატები, პლასტმასი, რეზინა და სამანქანო დანადგარები, რომელთა ექსპორტმა შარშან 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი შეეხო ბელარუსსაც.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკვე ეხება პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში, დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იყო.8 მაისს, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს აშშ-მა და კანადამაც.
შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.