ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

ახალი ტაქსი LGBTQ ადამიანებისთვის სერვისს განახორციელებს

მათ მამრობითი სქესის მძღოლები ეყოლებათ

თბილისში ახალი ტაქსი LGBTQ ადამიანებისთვის სერვისს განახორციელებს.

დაახლოებით 1 თვეში დედაქალაქში ახალი ტაქსის გამოძახების სერვისი გამოჩნდება- TaxiAll-ი

რომელიც ქალბატონებს, მამაკაცებსა და გენდერულ უმცირესობებს მოემსახურება. მომხარებელი TaxiAll-ით ცხოველის გადაყვანასაც შეძლებს.

TaxiAll-ის დამფუძნებელი ანა ჩანქსელიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ სერვისით სარგებლობას მომხმარებელი საწყისად სატელეფონო ზარის საშუალებით შეძლებს, შემდგომ კი აპლიკაციაც ხელმისაწვდომი იქნება.

“ეს იქნება არასტანდარტული ტაქსის სერვისი, სადაც უსაფრთხოება იქნება მნიშვნელოვანი. ქალბატონებს ისევ ქალბატონები მოემსახურებიან. სერვისი მამაკაცებისთვისაც გვაქვს, მათ მამრობითი სქესის მძღოლები ეყოლებათ.

ასევე ჩვენი სერვისით ტრანსგენდერებიც ისარგებლებენ, რადგან მათთვის მგზავრობა უფრო მეტად უსაფრთხო იყოს. გადავიყვანთ ცხოველებსაც” – განმარტავს ანა ჩანქსელიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button