მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დევნილმა კაცმა თავი მოიკლა

სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ

სანატორიუმ “ქართლის” ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა კაცმა თავი მოიკლა.

თვითმხილველების თქმით, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა.

“არაფრის ნებას არ გვაძლევენ. სად არ ვიყავით, ყველგან ვიყავით. კაცმა თქვა, ჩვენი საქმე მაინც არ ყოფილაო, გაიქცა და ზემოდან თქვა, თქვენი გულისთვის, ჩემ მერე მაინც შეიძლება რამე გეშველოთო”. – ამბობს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი.

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. აქციის მონაწილეები ფაცაციას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

“კობახიძემ საკუთარი სიძე დანიშნა ხელმძღვანელად და ეს უწყება მთლიანად გადააქცია საოჯახო ბიზნესად. სწორედ დავით ფაცაციას გულგრილობას შეეწირა დღეს დევნილი, რომელმაც მთავრობის ყურადღების მიქცევის მიზნით თავი მოიკლა. შენობა, რომელიც ენგრეოდათ თავზე, საცხოვრებლად უვარგისი იყო, იქ ცხოვრება არ შეიძლებოდა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყო მთავრობას მათი გადაყვანა, რაზეც უარი უთხრეს”. – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა კაცმა თავი მოიკლა. თვითმხილველების თქმით, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა.

დევნილის თვითმკვლელობის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button