ახალი ზელანდიის სანაპიროზე ასობით ვეშაპი გამოირიყა [Photo/Video]

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 416 ვეშაპი გამოირიყა. როცა ვოლონტორები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ ასობით ცხოველი უკვე დაღუპული დახვდათ, – გვაცნობებს ქვეყნის ბუნებისდამცველი დეპარტამენტი.

ეს არის ძუძუმწოვართა ყველაზე მასობრივი სუიციდი, რომელიც ახალ ზელანდიაში ოდესმე დაფიქსირებულა.

დეპარტამენტის ცნობით, ნაპირზე გამორიყული ვეშაპების 70% დაიღუპა.

მეცნიერებს ვეშაპებისა და დელფინების მასობრივი გამორიყვის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დაუდგენიათ. ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, როცა ერთ-ერთ ვეშაპს რაიმე შეემთხვევა, იგი უბედურების სიგნალს დანარჩენებს უგზავნის, რომლებიც თანაგუნდელის დასახმარებლად მიემართებიან ხოლმე.

 

[print_gllr id=53156]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button