ავარიის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა

6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა.

დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანეს.ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამხედროები სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით მიემგზავრებოდნენ.

თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ კოლონა, წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა, ავტომანქანა მოსრიალდა, რის შედეგადაც ხეს შეეჯახა.

მსგავსი პოსტები

Back to top button