მნიშვნელოვანისაქართველო

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბზე თავდასხმა მოხდა

ახალქალაქის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაახლოებით 30–მდე აქტივისტი, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით, თავს დაესხა ოფისში მყოფ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

თავდამსხმელები ხელკეტებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული 5 ადამიანი, საავადმყოფოში მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 239–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4–დან 7 წლამდე ვადით.

ახალქალაქში მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს დაგეგმილს უწოდებს პარლამენტის წევრი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. იგი ნაციონალურ მოძრაობას და მათ თავმჯდომარეს ახალქალაქში პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button