მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს

ახალქალაქში, სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო.

საუბარია 4 ივნისს, სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამშაოებზე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიის სამ ფასადთან მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი შენიშნეს. დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები.

„ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც.

“პოლიციური მოკვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელ პირთა ჯგუფი, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ. პარალელურად, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ დადგინდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებათა ხარისხიც.” – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button