მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ქეთა თოფურია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

იგი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში:

„25 ივნისიდან 1 ივლისამდე ყველას ექნება შესაძლებლობა, ხმა მისცეს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს. გულწრფელად რომ ვთქვა და ვაღიარო, აქამდე არასდროს წავსულვარ ხმის მისაცემად. ახლა კი გადავწყვიტე, გამოვსწორდე.

“კონსტიტუცია მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. არ თქვათ უარი ხმის მიცემაზე. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა.” – წერს ქეთა თოფურია.

რუსეთში რეფერენდუმი 1-ლ ივლისს არის ჩანიშნული. საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

კერძოდ, პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი, მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. თუმცა, ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე გულისხმობს ქორწინების შესახებ ჩანაწერის შეცვლას და მის ქალის და კაცის ერთობად განსაზღვრას, რაც ქვეყანაში ლგბტქი ქორწინების შესაძლებლობას გამორიცხავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button