ახალზელანდიელმა მებაიდარემ მკვლელ ვეშაპთან ერთად გაცურა [Photo/video]

ახალზელანდიაში მებაიდარე, სტივ სტიუარტი, რომელიც თავისი ნავით სანაპიროსთან ცურავდა, წყალში ჩახტა, რათა ცელნამგალა ვეშაპთან ერთად ეცურავა. როცა ცნობისმოყვარე ცხოველი მოგზაურს დაედევნა და ადამიანისადმი დიდი ინტერესი გამოამჟღავნა, სტიურტმა საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა და წყალში ჩახტა, – გვაცნობებს The Daily Mail.

ვიდეო, რომელზეც გულადი ადამიანისა და მკვლელი ვეშაპის ერთობლივი ცურვაა ასახული, YouTube არხზე გამოქვეყნდა.
სტიუარტმა მოგვიანებით აღიარა, რომ ვეშაპის არ შეეშინდა იმის მიუხედვად, რომ ცხოველმა მის დანახვაზე ხახა ფართოდ დააღო.
„ვიფიქრე, რომ ვეშაპს ჩემთან თამაში უნდოდა და არ შემეშინდა, რომ წყალში ძალით ჩამითრევდა“, – განაცხადა მებაიდარემ.
შეგახსენებთ, რომ ცელნამგალა ვეშაპი (ლათ. Orcinus orca) — დელფინისებრთა ოჯახის წყლის ცხოველია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ოკეანეში, დაწყებული ცივი არქტიკული და ანტარქტიკული რაიონებით, დამთავრებული ტროპიკული ზღვებით. მკვლელი ვეშაპი ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება, რომელსაც 13 სანტიმეტრამდე სიგრძის მასიური კბილები აქვს. მამრის სხეულის სიგრძეა 9-10 მეტრს, წონა 7,5 ტონას შეადგენს; მდედრისა კი 7 მეტრსა და 4 ტონას.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41450″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button