ახალზელანდიური საქორწინო ცეკვა ინტერნეტის ჰიტად იქცა [Video]

ვიდეომ, სადაც ახალ ზელანდიაში სტუმრები ქორწილის დროს საბრძოლო ცეკვა ჰაკას ასრულებენ, სოციალურ ქსელებში რამდენიმე მილიონი ნახვა დააგროვა.
ეს ემოციური ცეკვა მეგობრებმა ახლადშეუღლებულ წყვილს – ამალია და ბენჯამენ არმსტრონგებს მიუძღვნეს.
შეგახსენებთ, რომ ჰაკა ახალი ზელანდიის აბორიგენთა ტომის – მაორების ცეკვაა. ამ ცეკვას ახალზელანდიელ მორაგბეთა ნაკრები ყოველი მატჩის დაწყების წინ ასრულებს ხოლმე.