კარტოფილის ფოტოსურათი 1 მილიონ დოლარად გაიყიდა
კარტოფილის ფოტოსურათი, რომელიც ირლანდიელმა ფოტოგრაფმა, კევინ აბოშმა შექმნა, აუქციონზე 1 მილიონ დოლარად გაიყიდა, – იუწყება Irish Central.
კევინ აბოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფია, რომელიც შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისა და IT-სპეციალისტების ფოტოსურათების შექმნაზეა სპეციალიზებული.
ფოტოზე შავ ფონზე გამოსახული კარტოფილია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ეს უბრალო სურათი ფოტოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ძვირფას ლოტად იქცა.
“კევინს კარტოფილი იმიტომ უყვარს, რომ იგი ადამიანებივით მრავალფეროვნად გამოიყურება. მან სურათი მრავალ კარტოფილს გადაუღო, მაგრამ ეს კონკრეტული კარტოფილი მისთვის ყველაზე საყვარელია”, – განაცხადა მხატვრის წარმომადგენელმა.
ცნობილი გახდა, რომ ფოტონამუშევრის ახლანდელმა ანონიმურმა მფლობელმა სურათში მილიონი დოლარი დაუყოვნებლად გადაიხადა.