ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება -ღაზაზე თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პალესტინელები სკოლის შენობაში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ, იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო.
ღაზის თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავდასხმა ლოცვის დროს მოხდა.
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ღაზაში ჰუმანიტარულ ბანაკზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, სკოლა, რომელშიც ჰუმანიტარული ბანაკი იყო განთავსებული, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” წევრები აფარებდნენ თავს.
ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად უსაფრთხოების საკითხებში ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ლიდერი მოკლა. სამერ ალ-ჰაჯი ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა. ვაშინგტონი ისრაელს 3,5 მილიარდ დოლარს გადასცემს ამერიკული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ბეირუთში ჰამასის ლიდერის და ჰეზბოლას მეთაურის მკვლელობის შემდეგ რეგიონი კონფლიქტის ზღვარზეა.