მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტაში 31 წლის მამაკაცი ადამიანის განსაცდელში მიტოვებისთვის პოლიციამ დააკავა

27 ივნისს , ბრალდებული, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში, ქვეითად მოსიარულე თანსოფლელს მსუბუქი ავტომანქანით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, 47 წლის მამაკაცი იმავე ღამეს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც

ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button