მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქი და კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

კირილენკოს თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვოი იარში რკინიგზის სადგურს, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ღამით კი ქალაქი ჰირნიკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. “ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ევაკუაცია!” – წერს კირილენკო.
ოკუპანტებმა ასევე კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეგნებულად დაარტყეს „გრადებით“ საცხოვრებელ უბნებს“, – აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისი თქმით, ამ „მზაკვრულმა დაბომბვამ 41 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სკოლა და რამდენიმე სახლი დაზიანდა, ერთი ავტომობილი კი დაიწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button