მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი და ექთანი დაშავდნენ

ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი და ექთანი დაშავდნენ მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელში.
შემთვევა ცოტა ხნის წინ სოფელ წიწკანაანთსერში მოხდა.
ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანას, ფორდის მარკის ავტომობილმა, სავარაუდოდ გზა გადაუკეტა,

შეჯახების შედეგად, ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად, სულ ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან მძიმეა ექიმის და ექთანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button