მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ 5 ქვეყანაში უკრაინის ელჩები თანმდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თანამდებობიდან მსოფლიოს 5 ქვეყანაში გაათავისუფლა.

უკრაინის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ელჩებმა თანამდებობები გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიის სამეფოში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ინდოეთში დატოვეს.
გათავისუფლებულ ელჩებს შორის არის გერმანიაში უკრაინის უკვე ყოფილი ელჩი, ანდრეი მელნიკი, რომელიც ცნობილი იყო კრიტიკული განცხადებებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნელი ტემპების გამო.

ცოტა ხნის წინ, გერმანული გამოცემაBild-ი იმასაც წერდა, რომ მელნიკი შესაძლოა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.

შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი ფიგურა გახდა ადგილობრივი ხელისუფლების უმოწყალო კრიტიკით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაგვიანების გამო.

ზელენსკიმ ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

მსგავსი პოსტები

Back to top button