რეგიონი

უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის აბიტურიენტი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მეზობლის ინფორმაციით, 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძე ელექტრო ბოძზე ავიდა და მას სავარაუდოდ დენმა დაარტყა.

“საშინელება ხდება სოფლის ცენტრში,შუქიც ჩაქრა და ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, მანამდე დაიღუპა ალექსი თუ ბოძზე ასვლისას.

მე ავადმყოფი მეუღლე მყავს და ვერ ვტოვებ მარტოს. საშინელი კივილის ხმა მესმის”,-გვითხრა მეზობელმა.

“უიმე შვილოო,რატო რატო.რა უსამართლობაა ეს ცხოვრება.ვაიმე დედაშენს.”,-წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button