მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტაში ალტინფოს ოფისის დახურვას ითხოვენ

ახმეტაში ალტინფოსთან ასოცირებული კონსერვატიული პარტიის ოფისის დახურვას ითხოვენ.
ოფისის არსებობის შესახებ, ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.

ახმეტელები თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ მუნიციპალიტეტში , პრორუსული პარტიის ფუნქციონირება, შეურაცხმყოფელია.

“გიორგი ანწუხელიძის რაიონში და გმირების მემორიალთან, მერიის გვერდით, ამ ოფისის გახსნა არის ჩვენი დამცირება და წარსულის შეურაცხყოფა. როგორ უნდა ვახსენოთ სამშობლოსათვის დაღუპული ბიჭის სახელი, ან მის შვილებს თვალებში როგორ შევხედოთ? რატომ აძლევს ხელისუფლება ამათ იარსებობის საშუალებას? მე მგონია, რომ ქართული ოცნება ხალხის დაპირისპირებას და სამოქალაქო არეულობას ცდილობს. აბა სხვა რა მიზანი აქვს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, მკვლელი პუტინის ოფისის გახსნას? ესენი უნდა გაძევდნენ აქედან“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი დავით ლაგაზიძე.
ახმეტაში უახლოეს დღეებში, კონსერვატიული პარტიის ოფისის დახურვის მოთხოვნით, ადგილობრივები შეკრებას გეგმავენ.

კახეთში ალტინფოსთან ასოცირებული, პრორუსული პარტიის აკრძალვის. მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია უკვე ჩატარდა საგარეჯოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button