მნიშვნელოვანირეგიონი

სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ჯარისკაცი სწორედ აღნიშნული სოფლიდან იყო.
ინფორმაციას რადიო თბილისთან ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ საჯიჯაოს რწმუნებული ადასტურებს.

ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ამბობენ, ჩაეძინა და გაუვარდაო. მიბჯენით აქვს მოხვედრილი, ეტყობა, მართლა ჩაეძინა…”- ამბობს ოჯახის ახლობელი.

ახალაიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიჭს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია.

“ახლახან მოიყვანა ცოლი, რა მოხდა ბაზაში ღმერთმა იცის, არამგონია თავი მოეკლა” – აღნიშნავს გარდაცვლილის მეზობელი.
სოფლის რწმუნებულის,

თამარ კვარაცხელიას თქმით,მომხდარის ზუსტი მიზეზი ყველასთვის უცნობია.

თავდაცვის სამინისტროს მომხდარის ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.

უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, ჯარისკაცმა 21 წლის ჯონი ახალაიამ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ფაქტს სამხედრო პოლიცია იძიებს. შემთხვევა სენაკის ბაზაზე მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილის მეგობარი ანზორ სვიანაძე სოციალური ქსელით ავრცელებდა, რომელმაც ფეისბუქ პოსტი მოგვიანებით აიღო.

“გუშინ სენაკის ბაზაზე 21 წლის ბიჭმა სამხედრო სამსახურის შესრულებისას (m4) იარაღი დაიხალა და გარდაიცვალა.

ის მსახურობდა სენაკის ბაზაზე საკონტრაქტო სამსახურში. ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. მიმდინარეობს გამოძიება,”- წერდა ანზორ სვიანაძე.

ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.

მსგავსი პოსტები

Back to top button