მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში ავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა ორი კი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა,ორი კი მძიმედ დაშავდა, მათ შორისა ერთი არასრულწოვანი.

ავტოსაგზაო შემთხვევია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანაქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი 20 წლის მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა, სადაც მასთან ერთად და და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად, მიღებული სხეულის მძიმე დაზიანებებით,ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა, კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ. საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button