მნიშვნელოვანისიახლეები

ახმეტაში დასეტყვილ ყურძენს ღვინის ქარხანა ჩაიბარებს

რადიო ჰერეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 10 სექტემბერს ახმეტაში ქარხანა ამუშავდება, რომელიც სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ქარხანა აკურის ღვინის ქარხნის ბაზაზე გაიხსნება.

გავხსნით ქარხანას, სადაც სტიქიისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებენ და მოსახლეობას პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა მეხუზლამ.

სტიქიით დაზიანებული კილოგრამი ყურძნის საფასური 80 თეთრი იქნება.

რამდენიმე საათის წინ ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნუციპალიტეტის სოფლებში აწყურში, ოჟიოსა და ხოდაშენში უკვე შემოსული ყურძნის მოსავალი დააზიანა.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

მათი წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია 150-დან 200 ჰექტრამდე ვენახი. ასევე დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

მერიაში ვარაუდობენ, რომ სტიქიამ 30-40% მოსავალი გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button