ახმეტაში განზრახ მკვლელობა მოხდა – შსს
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახმეტაში 24 წლის მამაკაცი დააკავეს.
როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტაში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 41 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ხოლო 1974 წელს დაბადებული გივი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”, – განაცხადეს შს სამინისტროში.
სამართალდამცველებმა, მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი ახმეტაში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.