პრემიერი: სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრი არ ადასტურებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.
მედიაში დაანონსებული ცვლილებები ოთხ მინისტრს უნდა შეეხოს: – ფინანსთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს. მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს სოფლის მეურნეობის მინისტრიc არ ადასტურებს. სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც.
“ხელისუფლებაში დიდი წმენდა იწყება”-ამ სათაურით მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებებზე ინფორმაცია გაზეთმა ალიამ გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ცვლილებები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და ოთხი მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა.