კრემლის კედლებთან ინციდენტი მოხდა

18 აგვისტოს, საღამოს, ალექსანდრეს ბაღში, რომელიც კრემლის კედლებთანაა განლაგებული, სამართალდამცველებმა 26 წლის მამაკაცი დააკავეს. მან, სანადირო თოფიდან, ჰაერში ორჯერ გაისროლა, – გადმოსცემს „ინტერფაქსი“.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავდა. ბოროტმოქმედი პოლიციაში გადაიყვანეს, მისი საქციელის მოტივების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მიმდინარეობს გამოძიება

მსგავსი პოსტები

Back to top button