ახმეტაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

ახმეტაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და მას პოლიცია ეძებს.

გამოძიების ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 35 წლის ვაჟა დურგლიშვილს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან ესროლეს რა დროსაც დურგლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ახმეტაში, სოფელ ქისტაურში, გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან 150 მეტრში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს არ ახმაურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button