სამწუხაროდ ახალი არაფერია – აბაშიძე დაკარგულ მონადირეებზე

ლაგოდეხის ტყეში დაკარგულ სამ მონადირესთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძემ განცხადება გააკეთა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს მას რუსეთის ფედერაციის დაღესტნის საგანგებო სიტუაციების სამსახურთან, თუმცა მონადირეების პოვნასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ჯერ არ არსებობს. ზურაბ აბაშიძემ ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

ლაგოდეხის ტყეში დაკარგული ახალგაზრდების მშობლებმა და ნათესავებმა 14 იანვარს აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლებისგან დაკარგულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევაში ოჯახის წევრები რადიო “თბილისთან” საუბარში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

ლაგოდეხის მთებიდან დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების ფაქტს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ დრომდე არ ადასტურებენ. 4 მამაკაცი ტყეში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი გიორგი თურქაძე სახლში სამი დღის შემდეგ დაბუნდა. საქართველოს შს სამინისტრო დანარჩენებს ამ დრომდე ეძებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button