ახმეტის რაიონს 420 ათასი ლარის ზარალი მიადგა

ახმეტის რაიონს და მის სოფლებს 420 ათას ლარამდე ზიანი მიადგა სტიქიის შედეგად – ამის შესახებ ჰერეთის ეთერში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა განაცხადა. 

“დაზიანდა მდინარეების გაბიონები და ნაპირები, ელექტროგადამცემი ხაზები და ზარალი მიადგა მოსახლეობას. ასევე ზარალი მიადგა კერძო სექტორს, შემოვიდა 7 განცხადება”.

“სამწუხაროდ, ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ ვწვდებით სტიქიის ზარალი მთლიანად მიუნიციპალიტეტმა დაფაროს. ჩვენ გვჭირდება დახმარება ხევების გაწმენდის მიმართულებით, გარკვეულწილად დაგვეხმარა ინფრასტუქტურის სამინისტრო და გავწმინდეთ რამდენიმე ხევი, თუმცა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული დანარჩენი ხევების და მდინარეების გაწმენდა, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ წვდება”- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

“ამჟამად, პრიორიტეტებით, ჩვენ გაჭირვებულ და სასწრაფოდ საოპერაციო ადამიანებს ვეხმარებით. ვიწვევთ ახმეტის მაცხოვრებლებს საკრებულოს სხდომებზეც სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად, თუმცა მოსახლეობა საკმაოდ პასიურია. მე 24 საათის განმავლობაში მაქვს ჩართული ტელეფონი და მზად ვარ ნებისმერ პრობლემაზე ვესაუბრო ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. – განაცხადა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა რადიო ჰერეთის ღია ეთერში თოქ-შოუში “თავისუფალი დრო”.

მსგავსი პოსტები

Back to top button