მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აკმაყოფილებს თუ არა ციხის კლინიკა მოთხოვნებს-რეგულირების სააგენტო დასკვნას გაასაჯაროებს

რეგულირების სააგენტო დადებს დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება პაციენტების მოთხოვნებს.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“გაჩნდა არაერთი კითხვა, რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო იმ ყველა საჭირო მოთხოვნას რომელიც ესაჭიროება ნებისმიერ პაციენტს.
აქედან გამომდინარე, რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, შევიდეს საავადმყოფოში და შეამოწმოს პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე. ის დადებს დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გავასაჯაროვებთ”, – განაცხადა ტიკარაძემ

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ, სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button