ალავერდში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩატარდება

ალავერდის საკათედრო ტაძარში დღეს სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩატარდება, რომელსაც მიტროპოლიტი დავითი აღავლენს.
ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარი ამბობს, რომ ეპარქიაში არსებული ტაძრებიდან ღამისთევის მსახურება მხოლოდ ალავერდის ტაძარში ჩატარდება. როგორც მეუფე დავითმა განაცხადა, დანარჩენ ეკლესიაში წირვა ხვალ, დილის 7 საათზე დაიწყება .
„ღამისთევა იქნება ალავერდის ტაძარში. მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს მოსვლას, სახლში დარჩება და მეორე დილით 7 საათზე მოვა ტაძრებში. აქ ღამისთევა თორმეტის ნახევარზე დაიწყება, მრევლი თვითონ გადაწყვეტს როგორ მოვიდეს, დაიცავენ კანონს და აღასრულებენ თავის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს“, – განაცხადა მეუფე დავითმა.
15 აპრილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.