მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“საფრანგეთი მკაცრად გმობს 5 ივლისს განვითარებულ ძალადობის შემთხვევებს თბილისში“ – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთი, 5 ივლისს თბილისში მიმდინარე ძალადობრივ ფაქტებს, რომელსაც 50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტი ჰყავს, გმობს.

საქართველოს მთავრობას მოუწოდებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყველაფერი გააკეთოს, იმისთვის რომ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები დაისაჯონ.

“საფრანგეთი მკაცრად გმობს 5 ივლის განვითარებულ ძალადობის შემთხვევებს თბილისში, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი დაშავებული ყავს. შეახსენებს საფრანგეთის მხარდაჭერას LGBT და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის საქმეში.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ნათელი მოჰფინოს ამ მძიმე შემთხვევებს და ყველაფერი მოიმოქმედოს რომ ამ ძალადობის ავტორები, რომელთა მოქმედებებმა გამოიწვია ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაღუპვა პასუხისგებაში იქნენ მიცემულები.
საფრანგეთი შეახსენებს საქართველოს მთლიანად დაიცვას ევროპული და საერთაშორისო შეთანხმების ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს”. – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button