მსოფლიოსიახლეები

ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

“კოვიდ-19-ისგან უკვე უკანასკნელი ინფიცირებული პაციენტიც განიკურნა.” ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა:

„ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ აღვკვეთეთ ვირუსის გავრცელება ახალ ზალანდიაში ახლა, მაგრამ ეს პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს და შეკავების ტენდენცია მომავალშიც უნდა შევინარჩუნოთ. მე არ მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არ გვექნება ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ დავმარცხდით, ეს არის ვირუსით შექმნილი რეალობა. ეს როცა მოხდება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თუ როგორი მომზადებულები ვართ.

“ორშაბათს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც თებერვლის შემდეგ არ აღნიშნულა ინფიცირების არც ერთი შემთხვევა.”

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში კორონავირუსისგან ინფიცირების 1 504 შემთხვევა აღინიშნა. ინფიცირებულთაგან, 22 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 482 სრულად გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, კლინიკებში არც ერთი დაავადებული პაციენტი არ იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button