ხანძარი თბილისში – მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახდინეს და საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე, უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
“მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე ნაგებობის 10 კვ.მ.-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა.“