ალეპოში ირანელი გენერალი მოკლეს

ირანელი გენერალი – ჰოსეინ ჰამედანი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების იერიშის დროს, მოკლეს. ირანის პრეზიდენტმა – ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ უმაღლესი ეშელონის ოფიცრის სიკვდილი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია, – წერს გამოცემა The Atlantic.
ჰამედანი ქალაქ ალეპოს შორიახლოს განლაგებულ სამხედრო აეროპორტში მოკლეს. ის ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მეთაური იყო და სირიის პრეზიდენტ – ბაშარ ასადს სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში ეხმარებოდა.
ამერიკის ორი მთავარი გამოცემა – The New York Times დაThe Wallstreet Journal აღნიშნავს, რომ ირანელი გენერლის სიკვდილი, სირიაში თეირანის სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობის ხარისხზე მეტყველებს.