პედაგოგს მოსწავლეებთან სექსის გამო 10 წელი მიუსაჯეს

ტეხასში, სკოლის მასწავლებელს მოზარდებთან, რომლებიც მისი მოსწავლეები იყვნენ, სექსუალური კავშირის გამო 10 წელი მიუსაჯეს, – წერს გამოცემა The Mirror.

2014 წელს, 25 წლის რეიჩელ ბაუერი ქალაქ ფრანკსტონის საშუალო სკოლაში აგრონომიის საფუძვლებს ასწავლიდა. იგი პოლიციამ სამ – 14, 16 და 17 წლის მოსავლესთან კავშირში ამხილა.

როგორც გაირკვა, ბაუერი მოსწავლეებს სექსუალური ხასიათის წერილებსა და შიშველ მდგომარეობაში გადაღებულ საკუთარ სურათებს უგზავნიდა, შემდეგ კი მათთან, თავის სახლში, სექსუალურ კავშირს ამყარებდა.

სასამართლომ პედაგოგს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.
ბაუერს, სიცოცხლის ბოლომდე, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირის სტატუსი მიენიჭა. იგი აღრიცხვაზე აიყვანეს და ბავშვებთან მუშაობა სამუდამოდ აუკრძალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button