ალიევის მემორიალს თბილისში წითელი საღებავი შეასხეს

თბილისში, ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, ასევე მემორიალთან მის გასაწმენდად მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაიდინა ეს ფაქტი, ასევე ისიც თუ რა მოტივი ამოძრავებდა მას. თუმცა მომხდარი ვარაუდობენ რომ შესაძლებელია აზერბაიჯანელი აქტივისტის და ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაკავებას და ამასთან დაკავშირებით თბილისში დაწყებულ საპროტესტო ტალღას უკავშირდებოდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button