წინამძღვრიშვილზე სარდაფში ქალის გვამი იპოვეს

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ქალის გვამი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, წინასწარი დათვალიერებით გვამს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, დანიშნულია ექსპერტიზა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button