ალიევის ქალიშვილი წერს რომ მეუღლეს გაეყარა
ილჰამ ალიევის უფროსმა ქალიშვილმა ლეილა ალიევამ, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქმარს გაეყარა.
ლეილა ალიევა და მუსიკოსი ემინ აგალაროვი 2006 წელს შეუღლდნენ. 2008 წლის დეკემბერში მათ ტყუპი ვაჟი შეეძინათ.
“არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენი ქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებს. დიდი ხანია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, სხვადასხვა ქალაქებში. მოვიდა დრო, რომ ოფიციალურად გავაფორმოთ ჩვენი განქორწინება,” – წერს ლეილა ალიევა.
ლეილა ალიევა: აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ბაქოს“ მთავარი რედაქტორი, ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, აზრბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მეჰრიბან ალიევას უფროსი ქალიშვილი, ჰეიდარ ალიევის შვილიშვილი.