სიახლეები

“ამ ქვეყანაში გაუსაძლისია ცხოვრება-მალე აღარავინ დარჩება, მონების გარდა”

“არ მაინტერესებს ვისი ცოლი სად ისვენებს, ვის რა აცვია, ვინ რას ჭამს, ისე შეგერგოთ, როგორც იმსახურებთ… უბრალოდ, ხალხს ხელფასით რასაც უხდით, იმას ნუ ართმევთ უკან კომუნალურების ქვითრის სახით…

აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ გემოვნებაზე.

ამ ქვეყანაში გაუსაძლისია ცხოვრება… მალე აღარავინ დარჩება, მონების გარდა….

სულ არ მინდა სადმე გადავიხვეწო… იმის გამო, რომ კომუნალურები ვიხადო, არ ვაპირებ ევროპაში წასვლას. ის წაბრძანდეს, ვინც ხალხი 30 წლით უკან დააბრუნა…

ჩვენი მოსახლეობა ყველაფრის ღირსია, მთავარია თავად არ შესცივდეს, თავად არ მოშივდეს, სხვაზე ფიქრი რა საჭიროა?!

არაუშავს, ყველას კარგს მიადგება სამართლიანობა, ვინც უსამართლობას ხოტბას ასხამს…

ამ ქვეყანაში არც მრავალშვილიანობა, არც ღირსება, არც ინტელექტი, არც პატიოსნება არ ფასდება… უნდა იყო ყურმოჭრილი მონა და მერე იქნებ ლუკმა გადმოგიგდონ…

მირჩევნია მშიერი მოვკვდე, ვიდრე ბელადებს გუნდრუკი ვუკმიო…

როგორ არ გეშინიათ ამდენი უსინდისობის…

ადამიანების გამწარება არავის შერჩება!.” – წერს მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button