ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის პარტნიორებს – პრეზიდენტი
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები

ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის პარტნიორებს – სალომე ზურაბიშვილი
იენს სტოლტენბერგის მიერ NATO-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერზე” ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაჟღერდა.
“ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება და რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის გარშემოც კითხვებს მმართველი გუნდი, საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს დაუსვამს.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კომპეტენტური პირებისაგან, ქვეყნის საერთაშორისო
პოზიციებთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. სხდომის ფარგლებში შტატები-რუსეთის და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესი იქნება განხილული.
ირაკლი ბერაიას და ნინო წილოსანის ხმა