Amazon-მა ამანათის ტრანსპორტირება დრონით 13 წუთში განახორციელა [Photo/Video]

ამერიკულმა კომპანია Amazon-მა მომხმარებლისთვის ამანათის მიწოდება უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით პირველად განახორციელა, – ინფორმაცია საკუთარ Twitter-ში გამოაქვეყნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა.

პირველი ამანათი, რომელიც დრონმა მომხმარებელს მიაწოდა, იყო Amazon Fire TV-ის დანართი და პოპკორნის პაკეტი. საფრენმა აპარატმა გზავნილის ტრანსპორტირება დამკვეთამდე 13 წუთში განახორციელა.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ახალი სერვისის მეშვეობით ამანათების მომხმარებლამდე მიტანის მაქსიმალური დრო 30 წუთი იქნება.
დრონები ავტონომიურ და უხმაურო რეჟიმში მუშაობენ, 120 მეტრ სიმაღლეზე დაფრინავენ, 2,3 კილოგრამამდე ტვირთის აწევა შეუძლიათ და GPS-ის მეშვეობით იმართებიან.

 

05f3b85733c35883456fe23cc6dee4fc2e3104264404999

მსგავსი პოსტები

Back to top button