ამერიკამ იაცენიუკი შეაქო [Photo]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკი, ჩატარებული რეფორმების გამო, შეაქეს და დაპირდნენ, რომ ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კვლავაც გაგრძელდება, – იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური.

2,w=985,c=0.bild
შეხვედრა თეთრ სახლში

იაცენიუკი, უკრაინის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, ორშაბათს ვაშინგტონს ეწვია და უკრაინულ-ამერიკულ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო. პროტოკოლის თანახმად, იაცენიუკი მხოლოდ ჯო ბაიდენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრას ბარაკ ობამაც დაესწრო.

„პრეზიდენტმა ობამამ და ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კვლავაც გაგრძელედება, სანამ კრემლი მინსკის მოლაპარაკებების მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინამ რეფორმებთან დაკავშირებით დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, მათ რიცხვში, ენერგეტიკულ სექტორშიც, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ფინანსური ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის გზავნილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button